ფეხბურთი

10:49 | 18.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

კურტუა „რეალის“ „სიტისთან“ მარცხის მიზეზებზე

მადრიდის „რეალის“ ბელგიელმა მეკარემ, ტიბო კურტუამ, ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „მანჩესტერ სიტისთან“ წაგების მიზეზებზე (0:4) ისაუბრა.

„დიდი პრობლემა ის იყო, რომ შემტევი თამაში ვერ ავაწყვეთ. მომენტების შექმნა გვიჭირდა და „სიტი“ უფრო და უფრო კომფორტულად გრძნობდა თავს. მათ გაგვიტანეს, შემდეგ კროოსმა ხარიხას მოარტყა ბურთი.

გასულ სეზონში ასეთი წვრილმანებში გვიმართლებდა, მაგრამ ამჯერად ვითარება სხვაგვარია. შესვენებაზე დარწმუნებული ვიყავით, რომ შეგვეძლო მატჩის მიმდინარეობის შეცვლა. მაგრამ ზუსტ გადაცემებშიც ვცოდავდით და ეს ძვირად დაგვიჯდა.

უფრო დეტალური ანალიზის გასაკეთებლად თამაშს უნდა გადავხედოთ. ძალიან ბევრი ორთაბრძოლა მოგვიგეს. არ უნდა მიგვეცა ამის საშუალება.

„სიტი“ წარმოუდგენელ სეზონს ატარებს, მათ შორის, პრემიერლიგაშიც. ამიტომ, მაქსიმალური ყურადღებით უნდა გვეთამაშა.“- ციტირებს კურტუას სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

0.115886