ფეხბურთი

0:30 | 18.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიო: "ფავორიტები არ ვართ, ფინალში გასვლის შანსი თანაბარია"

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „ლევერკუზენთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან თქვა, მისი გუნდი ფავორიტი არ არის და ფინალში გასასვლელად ორივე გუნდს თანაბარი შანსი აქვს.

„ცრუმორწმუნე არ ვარ და არ ვაქცევ ყურადღებას ტოტალიზატორებს, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ფავორიტები ვართ. როდესაც ნახევარფინალში გადიხარ, შეჯიბრის მოგების 25%-იანი შანსი გაქვს, ხოლო ფინალში გასვლის შანსი 50%-ია. არ ვიცი, რა მიმართულებით წავა მატჩი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ძალიან გრძელი იქნება, დიდ პატივს ვცემთ „ლევერკუზენს“, პირველი ტაიმი 1:0 მოვიგეთ, თუმცა მეორე ტაიმი ჯერ კიდევ გასამართია“, - თქვა მოურინიომ.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა შანსი არ გაუშვა ხელიდან, რომ „იუვენტუსისთვის“ კბილი ისევ გაეკრა. მოურინიომ ევროპა ლიგის კიდევ ერთ ნახევარფინალისტზე თქვა:

„ჩემთვის გუნდი, რომელმაც ევროპა ლიგაზე 14 მატჩი ითამაშა, უფრო ღირებულია, ვიდრე გუნდი, რომელმაც ინვესტიციები განახორციელა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გავარდა“.

შეგახსენებთ, „რომამ“ შინ „ლევერკუზენი“ 1:0 დაამარცხა, საპასუხო შეხვედრა კი 18 მაისს, 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11362