ფეხბურთი

21:06 | 17.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულს" სეზონის ბოლოს 4 ფეხბურთელი უფასოდ დატოვებს

„ლივერპულს“ მიმდინარე სეზონის ბოლოს 4 ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

რობერტო ფირმინო, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ნაბი კეიტა და ჯეიმს მილნერი ზაფხულიდან ახალ კლუბებში გადავლენ. ოთხივეს კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და არცერთთან ის არ გახანგრძლივდება. კლუბმა ეს ცნობა დღეს განცხადებით დაადასტურა.

რობერტო ფირმინო „ლივერპულში“ 2015 წელს გადავიდა და მას შემდეგ 360 შეხვედრაში 109 გოლი გაიტანა. ჯეიმს მილნერიც „წითლებს“ 2015 წელს შეუერთდა, მის აქტივში კი 330 თამაში და 26 გოლია. ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი „ენფილდზე“ 2017 წლიდან ირჯებოდა და 146 შეხვედრაში 18 გოლი მიითვალა, ხოლო ნაბი კეიტამ 2018 წლიდან 129 თამაშში მეტოქეები 11-ჯერ დაამწუხრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110485