ფეხბურთი

20:30 | 17.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბრენტფორდის" ბომბარდირი 8-თვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

ინგლისური „ბრენტფორდის“ თავდამსხმელი აივან ტოუნი 8-თვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ინფორმაცია კლუბის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

მარეგულირებელმა კომისიამ ტოუნი დამნაშავედ ცნო ფსონების გაკეთებაში, რის გამოც მას მოედანზე გასვლა 8 თვის განმავლობაში არ შეეძლება, გარდა ამისა, 50 000 გირვანქა სტერლინგით დაჯარიმდა.

ტოუნის შესანიშნავი სეზონი ჰქონდა და პრემიერლიგის 33 მატჩში 20 გოლი გაიტანა, ბომბარდირთა დავაში კი, მხოლოდ ერლინგ ჰოლანდსა და ჰარი კეინს ჩამორჩება. თუმცა, „ბრენტფორდს“ მომდევნო სეზონის დიდი ნაწილის განმავლობაში მის გარეშე თამაში მოუწევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11391