ფეხბურთი

12:41 | 17.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ძანეტი: "იმედი მაქვს, ფინალში "რეალი" არ შეგვხვდება, ეს ტურნირი თითქოს მათთვის შეიქმნა"

„ინტერის“ ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ძანეტიმ „მილანთან“ გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. არგენტინელმა ისურვა, რომ ფინალში მადრიდის „რეალთან“ დაპირისპირება არ მოუწევთ.

„ძალიან ემოციური მომენტია, დიდი გზა გავიარეთ და რთული დაბრკოლებები გადავლახეთ. დერბიში სწორად ვითამაშეთ და ფინალში ამიტომ ვართ. ფეხბურთი სასიამოვნოა, რადგან შეგიძლია იოცნებო და იმედი მაქვს, რომ ბიჭები მეოთხე ჩემპიონთა ლიგის თასს მოიგებენ. ფინალის მეტოქე? იმედი მაქვს, „რეალი“ არ შეგვხვდება, რადგან ეს ტურნირი თითქოს მათთვის შეიქმნა“, - თქვა ძანეტიმ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2010 წლის შემდეგ პირველად გავიდა, ხავიერ ძანეტი კი ბოლო კაპიტანია, რომელმაც „ნერაძურის“ რიგებში ეს თასი აღმართა.

0.109012