ფეხბურთი

2:17 | 17.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

სტეფანო პიოლი: "იმედგაცრუებულები ვართ, პირველი მატჩის საწყისი 15 წუთი გადამწყვეტი იყო"

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ „ინტერთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მისმა გუნდმა ყველაფერი გაიღო, მაგრამ ახლა მიზანი სეზონის კარგად დასრულება და სერია A-ს ოთხეულში მოხვედრაა.

„პირველი მატჩი საწყისი 15 წუთი დაგვაკლდა, მაგრამ ფეხბურთელებზე სასაყვედურო არაფერი მაქვს, მათ ყველაფერი გააკეთეს. მარცხი დასანანია, რადგან აქამდე მოსვლა შევძელით. გარდაუვალია იმედგაცრუება. მთლიანობაში იმაზე რთული სეზონი გვაქვს, ვიდრე გვეგონა, მაგრამ ბევრი რამ გვასწავლა. ნახევარფინალში დერბის წაგების დროს იმედგაცრუება ნორმალურია, მაგრამ ჩავარდნაზე საუბარი არ შეიძლება, ამას ობიექტური ადამიანი დაინახავს. სერია A-ში სამი მატჩია დარჩენილი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სეზონი კარგად დავასრულოთ, რადგან თუ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავალთ, დადებითი სეზონი არ გვექნება.

შარშან ჯგუფში ჩავრჩით, წელს კი ნახევარფინალში გავედით, რასაც ვერავინ იფიქრებდა. „ჩელსის“, „ტოტენჰემისა“ და „ნაპოლის“ მსგავს გუნდებთან ვითამაშეთ, ამიტომ, გვინდოდა ფინალში გასვლაც. ვცდილობდით ორ ტურნირზე ვყოფილიყავით კონკურენტუნარიანი, ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი, რომ ორივეგან თანაბრად თამაში შევძლოთ“, - თქვა პიოლიმ.

შეგახსენებთ, რომ „მილანი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბოლოს 2007 წელს იყო, ხოლო ნახევარფინალურ სტადიაზე ასპარეზობას 2006 წლის შემდეგ პირველად გამოეთიშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120827