ფეხბურთი

19:40 | 16.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ხმა მიეცით კვარაცხელიას: სერია A სეზონის სიმბოლურ გუნდს ავლენს

სერია A-ს ოფიციალურ ვებგვერდზე სეზონის საუკეთესო გუნდის გამოკითხვა მიმდინარეობს.

სერია A-ში პოზიციების მიხედვით შეარჩიეს ნომინანტები, საიდანაც ნებისმიერ გუნდს შეუძლია მათი ამორჩევა და საუკეთესო 11-ეულის გამოვლენა. ცხადია, თავდამსხმელებში ნომინანტებს შორისაა ხვიჩა კვარაცხელიაც.

ქართველმა ფეხბურთელმა სერია A-ში თავისთვის სადებიუტო სეზონში 31 მატჩში 12 გოლი გაიტანა 10 საგოლე პასი გააკეთა და 4-ჯერ პენალტი მოიპოვა, გარდა ამისა, სამჯერ თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, რაც მანამდე არავის გაუკეთებია.

სერია A-ს სეზონის გუნდის შედგენა მოცემულ ბმულზე ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108639