ფეხბურთი

17:19 | 15.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

მიქაუტაძე "ლაციოში? გიორგი იტალიურ კლუბს დაუკავშირეს

„მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე რომის „ლაციოს“ დაუკავშირეს. ამის შესახებ ვებგვერდი noibiancocelesti წერს, რომელიც უშალოდ „ლაციოსთან“ მიმართებაში ფუნქციონირებს.

წყაროს თანახმად, 22 წლის ქართველი ჩირო იმობილეს ალტერნატივად განიხილება. საუბარი არის პირდაპირ იმობილეს შეცვლაზე, რადგან „ბიანკოჩელესტეს“ ბომბარდირი გუნდიდან არ მიდის, მაგრამ მას არ ჰყავს შემცვლელი, რომელიც მაურიციო სარის როტაციის საშუალებას მისცემს. ამიტომაც, რომაელები კიდე ერთ ფორვარდს ეძებენ და ამჯერად მიქაუტაძე ახსენეს.

აღნიშნული საიტი წერს: „იმობილეს შემცვლელის სახელი საფრანგეთიდან მოდის. საუბარია „მეცის“ 22 წლის ფეხბურთელ გიორგი მიქაუტაძეზე, რომელიც ლიგა 2-ში თამაშობს. დიდი პერსპექტივის მქონე ახალგაზრდა, რომელიც ამ სეზონში გამოირჩევა 22 გოლით და 8 საგოლე პასით. ქართველი ატიპიური ცენტრფორვარდია, რადგან მხოლოდ 176 სანტიმეტრია და მოძრაობებით დრის მერტენსს ძალიან ჰგავს, მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე ცენტრფორვარდის როლში თამაშობს. სწრაფი და კარგი ტექნიკით, რომელსაც საგოლე ალღოც აქვს, რის გამოც ევროპული კლუბების ყურადღების ცენტრში მოექცა, კარგი სეზონიდან გამომდინარე კი მისი სატრანსფერო ფასი გაიზარდა. „ლაციო“ ცდილობს დაამარცხოს სხვა ევროპული კლუბები, რომლებიც ოცნებობენ ისეთ ხმაურიან ტრანსფერზე, როგორიც „ნაპოლიში“ მისი თანამემამულის, კვარაცხელიას გადასვლა აღმოჩნდა“.

აღსანიშნავია, რომ „ლაციო“ არ არის ერთადერთი იტალიური კლუბი, რომელთანაც მიქაუტაძე ახსენეს. მანამდე დაიწერა „ჯენოას“ და „უდინეზეს“ ინტერესის შესახებაც, გარდა ამისა, არსებობს ინგლისური „ბარნლის“ ვარიანტიც.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს „მეცთან“ კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ქართველმა ფეხბურთელმა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 34 მატჩში 22 გოლი გაიტანა, რითაც ბომბარდირთა დავას დამაჯერებლად ლიდერობს, გარდა ამისა, 8-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. მან სანაკრებო დონეზეც გამოიჩინა თავი და ნორვეგიის ნაკრებს ულამაზესი გოლი გაუტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131883