თამაშგარე

21:36 | 15.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

რატომ დაცხრა შაკირა?

კატალონიის „ბარსელონას“ ყოფილ მცველს, ხერარდ პიკეს, მისმა ექს-მეუღლემ, ცნობილმა კოლუმბიელმა მომღერალმა შაკირამ იმდენი სიმღერა და მწარე-მწარე სიტყვები უძღვნა, რომ ბულვარული პრესის მოყვარულთ ლამის ჩვევად ექცათ, ამ წყვილის შესახებ ინფორმაციის მოკითხვა და გარკვევა, შემდეგ რა შეიძლება მოხდეს.

ამ ბოლო დროს, შაკირა დაცხრა და მისგან ჩქამიც კი აღარ ისმოდა, რომ აღარაფერ ვთქვათ, ხერარდ პიკეს მორიგ გაპამპულებასა და „მხილებაზე“. როგორც ჩანს ეს ამბავი მალევე შენიშნეს ესპანელმა „ყვითელმა“ მოკალმეებმა და შაკირას სახლში მიაკითხეს, რომელიც თავიდან გულახდილ საუბარზე უარს იყო, თუმცა შემდეგ განაცხადა, რომ უბრალოდ მოსწყინდა ესპანელი მცველის კრულვა და თავი დაანება.

თუმცა, ისიც დაამატა რომ პიკემ თავი სამშვიდობოს გაღწეულად მაინც ვერ უნდა იგრძნოს, რადგან თუკი საამისო „მუზა“ ეწვევა, არაა გამორიცხული ყოფილი ქმრის აკენწვლა ისევ გააგრძელოს.

0.115747