ძიუდო

2:00 | 14.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა ბექაური: "მე იმ 300 არაგველის შთამომავალი ვარ!"

ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა სოციალურ ქსელში ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე მის გამოსვლას ეხებოდა, სადაც მან ვერცხლის მედალი მოიპოვა.

„მე იმ 300 არაგველის შთამომავალი ვარ! საქართველოს შვილი, იმ გმირი წინაპრების სისხლი ჩემშია ვგრძნობ, ვგრძნობ, რომ საქართველო ჩემშია და ყოველ წამს ბედნიერი ვარ იმით, რომ ქართველად დავიბადე, ამისთვის უდიდესი მადლობა უფალს! უდიდესი მადლობა ქართველ ხალხს, უდიდესი მადლობა ჩემს გულწრფელ გულშემატკივარს, მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებაც და დამარცხებაც ყველაფერი ეს ღმერთის ნება იყო. მადლობა ღმერთს, იყო ქართული ფინალი და მადლობა ღმერთს, რომ დღე ქართული ჰიმნით დასრულდა. ძლიერი მაშინ ვიქნები, თუ უფრო ძლიერი ვიქნები ხვალ! და შევძლებ მივიღო მარცხი ისე ვაჟკაცურად, როგორც გამარჯვება, ქართველობა რთულია და მიხარია თუ ჩემი საქმით შემიძლია ვიქართველო, შემიძლია სიხარულის ცრემლებით გატიროთ და სახეზე თუნდაც რამდენიმე წამით ღიმილი მოგანიჭოთ. მიყვარხართ! მიყვარხართ! მიყვარხართ! ვიომებ იქ, სადაც ჩემს სამშობლოს დავჭირდები და კიდევ ერთხელ მიყვარხართ! მადლობა უფალს იმისთვის, რომ მომცა ის, რითაც შემიძლია ჩემი სამშობლო ვაამაყო და ჩემებმა იცოდნენ, რომ მათ ჰყავთ ლაშა ბექაური, პატარა და "ყველაზე დიდი ქვეყნიდან", რომელიც მსოფლიოს აზანზარებს“, - დაწერა ბექაურმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის ლაშა ბექაური უკვე ოლიმპიური ჩემპიონია, გარდა ამისა, მსოფლიოს ჩემპიონატზე თითოჯერ ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, ერთხელ ევროპის ჩემპიონი გახდა, ერთხელაც მასტერსი მოიგო, ორჯერ კი გრანდ სლემი (თელ ავივის და თბილისის).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.12471