ფეხბურთი

20:40 | 13.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძე, კაშია და კანკავა სლოვაკეთის ჩემპიონები გახდნენ

სლოვაკეთის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში ბრატისლავის „სლოვანმა“ სტუმრად „ბანსკა ბისტრიცა“ 2:1 დაამარცხა, რის შედეგადაც ჩემპიონი გახდა.

ვლადიმირ ვაისის გუნდმა ალექსანდრ ჩავრიჩის დუბლით მოიგო. ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე 72-ე წუთზე იყო, გურამ კაშიას კი მცირე პრობლემის გამო არ უთამაშია.

კაშია და კანკავა მეორედ გახდნენ სლოვაკეთის ჩემპიონები, ჩაკვეტაძე - პირველად. ზოგადად, „სლოვანმა“ ეს ტიტული 21-ედ მოიგო. ბრატისლაველები 5 ქულით უსწრებენ „დუნაისკა სტრედას“ და წინ მხოლოდ ერთი ტურია.

გიორგი ჩაკვეტაძემ სლოვაკეთის ჩემპიონატში 24 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა, გურამ კაშიამ 21 შეხვედრაში 2 გოლი და 1 საგოლე პასი მიითვალა, ჯაბა კანკავამ 26 თამაშში თავი 1 გოლით და 3 საგოლე პასით გამოიჩინა.

კაშიამ და კანკავამ ცოტა ხნის წინ გაახანგრძლივეს კონტრაქტი „სლოვანთან“, ხოლო ჩაკვეტაძე სლოვაკურ გუნდს სეზონის შემდეგ დატოვებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110959