ძიუდო

14:03 | 13.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე წრეში გავიდა

დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში გურამ თუშიშვილი მესამე წრეში გავიდა.

+100 კგ წონით კატეგორიაში გურამი, რომელიც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, ასევე, ოლიმპიური თამაშების ვერცხლისმედალოსანია, პირველი წრისგან თავისუფალი იყო, მეორე წრეში კი უზბეკ შოხრუხონ ბახტიაროვს აჯობა. თავიდან მეტოქე ვაზარით დაწინაურდა, რასაც გურამმა ჯერ ვაზარითვე უპასუხა, მერე კი შებოჭა და გამარჯვება მოიპოვა.

თუშიშვილი მესამე წრეში იაპონელ ტაცური საიტოს შეხვდება, რომელიც ძალიან ძლიერი მეტოქეა, გამარჯვების შემთხვევაში კი მეოთხედფინალში სავარაუდოდ ტედი რინერთან გაჯიბრება მოუწევს.

მესამე წრეში გავიდა +78 კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილიც, რომელმაც პოლონელ კინგა ვოლშჩაკს იპონით აჯობა და მომდევნო ეტაპზე თურქ კაირა საიითს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების აქტივში ამ დროისთვის 4 მედალია: ტატო გრიგალაშვილმა და ლუკა მაისურაძემ ოქროს, ლაშა ბექაურმა ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12682