ფეხბურთი

18:21 | 12.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმი" მომდევნო საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩაატარებს

საქართველოს ეროვნული ლიგის მატჩი „დინამო ბათუმსა“ და „გაგრას“ შორის გულშემატკივართა გარეშე ჩატარდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის მიერ კლუბის დასანქცირების მიზეზი მე-12 ტურში გორის „დილასთან“ გამართულ შეხვედრაში მოედანზე გულშემატკივრის შევარდნა გახდა, რამაც მატჩის შეჩერება გამოიწვია.

სასჯელი ბათუმის სტადიონის ერთმატჩიან დისკვალიფიკაციას და ფულად ჯარიმას ითვალისწინებს 7 000 ლარის ოდენობით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114886