ძიუდო

15:50 | 12.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატს უმედლოდ გამოეთიშა

დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატს ვარლამ ლიპარტელიანი უმედლოდ დამეშვიდობა.

100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამმა პირველი შეხვედრა რუმინეთის სახელით მოასპარეზე ეშლი გონსალესთან მოიგო, მაგრამ შემდეგ ყაზახ ნურლიხან შარხანთან დამატებით დროში წააგო და რეპეშაჟს მიღმაც დარჩა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების აქტივში ამ დროისთვის 4 მედალია: ტატო გრიგალაშვილმა და ლუკა მაისურაძემ ოქრო, ლაშა ბექაურმა ვერცხლი, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა ბრინჯაო მოიპოვა.

0.122742