ფეხბურთი

11:19 | 11.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიუ „ბაიერთან“ მატჩზე: „საშინაო დავალება შევასრულეთ“

„რომას" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიუმ, „ბაიერთან" ევროპა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის წინ გუნდის განწყობაზე ისაუბრა.

„ბაიერი“ ამ ტურნირზე ჩენი მეორე მეტოქე იქნება ჩემპიონთა ლიგიდან. ასეთი მაღალი დონის შეჯიბრია ევროპის ლიგა. აქ მაღალი პოტენციალის მქონე გუნდები თამაშობენ. მაგრამ ყველა ჩვენი პრობლემის მიუხედავად, ჩვენ მთელი ძალით ვიბრძოლებთ.

საშინაო დავალება შევასრულეთ. ყველა მოთამაშე ძალიან კარგად არის მომზადებული. წინასწარ რაიმეს თქმა რთულია, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ გასამარჯვებლად.“ - ციტირებს მოურინიუს სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

„რომა“-„ბაიერის“ დაპირისპირების პირველი მატჩი დღეს, 11 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11418