ფეხბურთი

2:16 | 11.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ინძაგი: "მეტი გოლის გატანა შეგვეძლო, მაგრამ ჯერ ფინალში არ ვართ"

„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ „მილანთან“ მატჩის (2:0) განაცხადა, რომ მის გუნდს კიდევ შეეძლო გოლების გატანა და უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ არ ფიქრობს, რომ ფინალის საგზური უკვე მოიპოვეს.

„ვამაყობ ჩემი გუნდის თამაშით, პირველი ტაიმი არაჩვეულებრივი იყო. შეგვეძლო კიდევ რამდენიმე გოლის გატანა, რადგან კარგი მიდგომით ვითამაშეთ. მნიშვნელოვან შედეგს მივაღწიეთ, მაგრამ ექვს დღეში ასეთივე თამაშის ჩვენება მოგვიწევს. სამშაბათს უპირატესობით დავიწყებთ და ჩვენი გულშემატკივარიც გვეყოლება, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ადვილი არ იქნება.

ბიჭებმა მოედნის თითოეული სანტიმეტრი დაფარეს, შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელებიც ძალიან დაგვეხმარნენ. თუმცა, ვიმეორებ, ჯერ კიდევ გვაკლია ნაბიჯის გადადგმა და არაფერი დასრულებულა. სტამბოლის ფინალი უფრო ახლოსაა? აბსოლუტურად არა. მიუხედავად გიჟური კალენდრისა, გვინდა ბოლომდე ვითამაშოთ. 90 წუთი გვაშორებს ოცნებას, რომელიც შეიძლება ახდეს“, - თქვა ინძაგიმ.

შეგახსენებთ, რომ „ინტერისა“ და „მილანის“ მატჩი 16 მაისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.11303