ფეხბურთი

10:27 | 10.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

კარლო ანჩელოტი: "ასეთ მატჩში მსაჯი უფრო ყურადღებით უნდა ყოფილიყო"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „მანჩესტერ სიტისთან“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. ის კმაყოფილი იყო თავისი გუნდის თამაშით, მაგრამ მსაჯის მუშაობით - არა.

„დაცვაში კარგად ვითამაშეთ, რუდიგერმა კარგად ითამაშა ჰოლანდის წინააღმდეგ და ნახევარდაცვა თამაშს აკონტროლებდა. კმაყოფილები ვართ, საპასუხო მატჩის წინ განწყობა კარგია. პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, მაგრამ მეორე ნახევარი ბევრად უკეთესი იყო. თამაშის მსვლელობას ვაკონტროლებდით.

ჩემმა გუნდმა კარგად ითამაშა და კმაყოფილი ვარ. მსაჯი ნაკლებად ყურადღებით იყო. ეს ნახევარფინალია და საჭიროა ყურადღებით ყოფნა. „მილანი“ – „ინტერი“? ფორცა მილან! „ინტერთან“ დიდი პატივისცემის მიუხედავად, არ შემიძლია არ ვთქვა, ფორცა მილან... იმედი მაქვს, სტამბოლში შევხვდებით“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტისა“ და „რეალის“ საპასუხო მატჩი 17 მაისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113132