ფეხბურთი

21:10 | 9.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ლორია სეზონის ბოლოს "ანორთოსისს" დატოვებს

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს „ანორთოსისს“ დატოვებს.

Goal.news-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ქართველ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, მხარეები თანამშრომლობას სეზონის ბოლოს გაწყვეტენ, რადგან „ანორთოსისი“ ახალი მეკარის შეძენას აპირებს.

წყაროს თანახმად, კლუბის პრეზიდენტი ანდრეას სანტისი ლორიას დიდ პატივს სცემს, ამიტომ გადაწყვეტილებას მას პირადად აცნობს. ლორიამ ბოლო დროს კვიპროსული გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და ბოლოს 31 მარტს ითამაშა.

მთლიანობაში 37 წლის მეკარეს „ანორთოსისში“ 126 მატჩი აქვს ჩატარებული და ბოლო წლებში შეუცვლელი ფიგურა იყო. გიორგის კარიერის განმავლობაში „დინამო თბილისში“, „ოფში“, „ოლიმპიაკოსში“, „კრილია სოვეტოვში“, „ანჟისა“ და „მაგდებურგში“ უთამაშია, საქართველოს ნაკრებში კი 77 მატჩი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.120558