ფეხბურთი

17:56 | 9.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესიმ საუდის არაბეთის კლუბთან შეთანხმებას მიაღწია

ლიონელ მესი დიდი ალბათობით კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს. ფრანგული AFP წერს, რომ მხარეებს შორის ყველა დეტალზე შეთანხმება მიღწეულია.

მესის პსჟ-სთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, რომელსაც არ გაახანგრძლივებს და თავისუფალი აგენტი გახდება. ლეო კარიერას სავარაუდოდ „ალ ჰილალში“ გააგრძელებს.

მართალია, ჯერ უცნობია ფინანსური დეტალები, მაგრამ ადვილი მისახვედრია, რომ საუბარი ძალიან დიდ ციფრებზე იქნება. ამრიგად, დიდი შანსია მომდევნო სეზონიდან კრიშტიანუ რონალდუსა და მესის დუელი ისევ შედგეს, ამჯერად საუდის არაბეთში.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი „პარი სენ ჟერმენში“ 2021 წლიდან თამაშობს, მაგრამ ფრანგული კლუბის გულშემატკივრები მას ძალიან ხშირად აკრიტიკებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107518