ფეხბურთი

12:53 | 9.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

„ჩელსიმ“ „ბაიერნთან“ სადიო მანეს ტრანსფერის თაობაზე პირველი მოლაპარაკება გამართა

ლონდონის „ჩელსიმ“ თავდამსხმელ სადიო მანეს ტრანსფერის თაობაზე მიუნხენის „ბაიერნთან“ მოლაპარაკების პირველი ეტაპი გამართა - წერს ტვიტერში ჟურნალისტი პედრო ალმეიდა.

წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები გასულ კვირას მიუნხენში გაიმართა. „ჩელსი“ სენეგალელი თავდამსხმელის შეძენის ფავორიტია.

შეგახსენებთ, რომ მანემ, რომელიც პირველ სეზონს ატარებს „ბაიერნში,“ „მანჩესტერ სიტისთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ თანაგუნდელ ლეროი სანეს სცემა. სენეგალელმა გერმანელს სახეში დაარტყა.

მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბაიერნი“ მანეს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარისას უპირებს გაყიდვას. კლუბმა თავდამსხმელთან კონტრაქტის გაწყვეტის ვარიანტი განიხილა.

მანემ ჯამში „ბაიერნის“ შემადგენლობაში 36 მატჩში 12 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11274