ფეხბურთი

11:17 | 9.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი: „ამბობენ, რომ ბუნდესლიგა „ბორუსიის“ ჩემპიონობით მოიგებს, მაგრამ...“

„დორტმუნდისა“ და მიუნხენის „ბაიერნის" ყოფილმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელიც ახლა ესპანურ „ბარსელონაში" თამაშობს, ბუნდესლიგაში ტიტულისთვის რბოლაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპაში ბევრს სურს „დორტმუნდის“ გამარჯვება, რადგან ეს ჩემპიონატს სარგებელს მოუტანს.

„თუ ორი გუნდიდან ერთმა ახლა შეცდომა დაუშვა, მეორე გერმანიის ჩემპიონი გახდება. მაგრამ ვფიქრობ, „ბაიერნი“ ახლა სწორ გზაზეა. რა თქმა უნდა, ბოლო რამდენიმე კვირაში ბევრი გადაწყვეტილება მიიღეს, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს გუნდზე. მაგრამ სიტუაცია, საინტერესოა მთლიანად ლიგისთვის. ვფიქრობ, „ბაიერნი“ ცოტათი უკეთესია.

ბევრჯერ მსმენია, ბუნდესლიგასთვის უკეთესი იქნებოდა, წლეულს ჩემპიონობა „დორტმუნდს“ მოეგოო. მაგრამ მე ყოველთვის „ბაიერნის“ მომხრე ვარ. ვისურვებდი, ბიჭებმა ტიტული მოიპოვონ და აჩვენონ, რომ საუკეთესოები არიან. ბოლო სამი ტური ძალიან საინტერესო იქნება.“ - ციტირებს ლევანდოვსკის სიტყვებს Ran.

0.116151