ფეხბურთი

16:21 | 8.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "კვარაცხელია მარადონას არ ჰგავს, მაგრამ 10 ნომერი უნდა მისცენ"

Corriere Dello Sport-ის ჟურნალისტმა ალესანდრო ბარბანომ განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ 10-ნომრიან მაისურს იმსახურებს. როგორც მან აღნიშნა, ქართველს დიეგო მარადონას არაფერი აქვს, მაგრამ იმსახურებს, რომ „აძურიში“ 10 ნომრით ითამაშოს.

„მივცეთ კვარაცხელიას „ნაპოლის“ 10 ნომერი. ეს არის იდეა, რომელიც არ გამომდინარეობს შედარებიდან, არამედ ქალაქსა და ფეხბურთელს შორის არსებული განუმეორებელი სიყვარულისგან. კვარაცხელიას მარადონას არაფერი აქვს: არც ფიზიკა, არც მარცხენა, არც თამაშის სტილი, არც ხასიათი. თუმცა, დღეს ის სრულიად გაჟღენთილია ქალაქის სულით და სიყვარულით. კვარა „ნაპოლის“ სკუდეტოს გენიოსი იყო, განუმეორებელი ემოციები მიანიჭა ქალაქს, ამიტომ 10 ნომრის მისთვის მიცემა საქორწინო ბეჭდის მსგავსი იქნებოდა“, - თქვა ბარბანომ.

შეგახსენებთ, რომ დიეგო მარადონას შემდეგ „ნაპოლიში“ 10 ნომრით არავის უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108674