ავტოსპორტი

23:42 | 5.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

ნიუიმ „რედ ბულთან“ კონტრაქტი გააგრძელა

„რედ ბულის“ წარმატებათა ერთ-ერთმა მთავარმა შემოქმედმა, ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე წარმატებულმა დიზაინერმა, ხარების ტექნიკურმა დირექტორმა ედრიან ნიუიმ, გუნდთან კონტრაქტი გააგრძელა.

„რედ ბულის“ პრეს სპიკერმა განაცხადა, რომ კონტრაქტის პირობები დაფარულია, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ 64 წლის ნიუი არსად წასვლას არ აპირებს და გუნდში „გარკვეული დროით დარჩება“.

ბრიტანელ ინჟინერს ფორმულა 1-ში 40 წელი აქვს გატარებული და ამ დროში, ტიტულის მომგები მანქანები „ულიამსისთვის“, „მაკლარენისთვის“ და „რედ ბულისთვის“ შეიმუშავა. ხარებთან მიმდინარე კონტრაქტი მას წელს უმთავრდება.

ნიუი „რედ ბულში“ 2006 წელს გადავიდა და მის მიერ შექმნილი მანქანით, სებასტიან ფეტელმა 2010-2013 წლერბში მსოფლიო ჩემპიონის ოთხი ტიტული მოიპოვა. ახლა კი მაქს ფერსტაპენის ჯერია, რომელსაც ორი ტიტული უკვე აქვს და ამ სეზონშიც ფავორიტია. „რედ ბულს“ კი უკვე ოთხიდან ოთხი რბოლა აქვს მოგებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105821