ფეხბურთი

22:00 | 3.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნისთვის" ვიქტორ ოსიმენი ძვირია

მიუნხენის „ბაიერნმა“ „ნაპოლის“ თავდამსხმელის, ვიქტორ ოსიმენისთვის ბრძოლა, როგორც ჩანს, შეწყვიტა.

Sky Sport Germany-ის ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი იტყობინება, რომ „რეკორდმაისტერის“ ხელმძღვანელობის ინტერესი გაცივდა მას შემდეგ, რაც აურელიო დე ლაურენტისმა 150 მილიონ ევროზე ნაკლებ ფასში ფეხბურთელის გაყიდვაზე უარი თქვა.

მიუნხენელბი კი კონკრეტულ ფეხბურთელში 100 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ აპირებენ და გამონაკლისი როგორც ჩანს, არც ოსიმენია. ამრიგად, მოსალოდნელია, რომ გერმანული გრანდი აქცენტს რანდალ კოლო მუანიზე გააკეთებს.

თავის მხრივ, ვიქტორ ოსიმენით ინტერესს „პარი სენ ჟერმენი“ და მიუნხენის „ბაიერნი“ იჩენენ. ნიგერიელი ფორვარდი 25 გოლით მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ საუკეთესო ბომბარდირია.

0.119249