ფეხბურთი

17:40 | 3.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" ჯუდ ბელინგემის ტრანსფერზე შეთანხმებას პრაქტიკულად მიაღწია

ინგლისის ნაკრებისა და „დორტმუნდის“ ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი დიდი ალბათობით ზაფხულში მადრიდის „რეალში“ გადავა.

Sky Sport-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია და მხოლოდ ფორმალური დეტალები დარჩა შესათანხმებელი. „სამეფო კლუბი“ ინგლისელი ფეხბურთელის სანაცვლოდ გერმანულ კლუბს 100 მილიონ ევროს გადაუხდის.

ბელინგემი „რეალთან“ კონტრაქტს 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმებს, პირადი კონტრაქტი დეტალები კი ამ ეტაპზე უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ჯუდ ბელინგემი „დორტმუნდმა“ 2020 წელს „ბირმინგემიდან“ შეიძინა. 19 წლის ფეხბურთელმა გერმანული გუნდის მაისურით დღემდე 130-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარში 21 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11291