ფეხბურთი

11:23 | 2.05.2023 | ნანახია [] - ჯერ

მიკელ არტეტა: „არსენალს“ ჯერ კიდევ შეუძლია პრემიერლიგის მოგება“

„არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა, მიკელ არტეტამ, „ჩელსისთან“ პრემიერლიგის 34-ე ტურის მატჩის წინ, ჟურნალისტებს სეზონის დასრულების შესახებ გაუზიარა აზრი.

„ჩვენ მივაღწიეთ იმას, რისი მიღწევაც რთულია. ჯერ კიდევ შეგვიძლია პრემიერლიგის მოგება. წინ ხუთი მატჩია, კიდევ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს.

უნდა დავივიწყოთ ის, რაც გასულ კვირას დაგვემართა (უშუალო კონკურენტ „სიტისთან“ 1:4 მარცხი), გაკვეთილი გამოვიტანოთ მისგან. „ჩელსისთან“ მატჩზე ვიფიქროთ და გამოვასწოროთ სიტუაცია.“ - ციტირებს არტეტას სიტყვებს BBC.

„არსენალი“ პრემიერლიგის ცხრილში მეორე ადგილზეა, „მანჩესტერ სიტის“ 1 ქულით ჩამორჩება. ლონდონურმა კლუბმა 247 დღე გაატარა სატურნირო ცხრილის სათავეში: მე-3 ტურიდან მოყოლებული „მეთოფეები" ლიდერობდნენ და მხოლოდ წინა ტურში „გაუშვეს“ „სიტი“ წინ (თან „ქალაქელებს“ ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული).

„არსენალის“ და „ჩელსის“ მატჩი დღეს, 2 მაისს გაიმართება „ემირეითსზე“ და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116076