ფეხბურთი

20:16 | 29.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: 16 გოლი 3 მატჩში

შაბათს პრემიერლიგის სამი მატჩი გაიმართა და ჯამში 16 გოლი გავიდა. „კრისტალ პალასმა“ „ვესტ ჰემს“ 4:3 მოუგო, „ბრაიტონმა“ „ვულვზს“ – 6:0, „ბრენტფორდმა“ კი „ნოტინგემ ფორესტს“ – 2:1.

„სელჰერსტ პარკზე“ ჯერ სტუმარი „ჩაქუჩები“ დაწინაურდნენ. ანგარიში ტომაშ სოუჩეკმა გახსნა, მაგრამ მასპინძლებმა მალევე გაათანაბრეს. საბოლოოდ თრილერი „არწივების“ გამარჯვებით დასრულდა - 4:3.

„კრისტალ პალასს“ 34 მატჩის შემდეგ 40 ქულა მოუგროვდა და მე-11 ადგილზეა. „ვესტ ჰემი“ კი 33 შეხვედრის კვალად, 34 ქულით მე-13 ადგილზე დგას.

ყოჩაღმა „ბრაიტონმა“ „ვულვერჰემპტონი“ 6:0 გაანადგურა. დუბლი მიითვალეს დენი უნდავმა, პასკალ გროსმა და დენი უელბეკმა.

„ბრაიტონმა“ 31 მატჩის შემდეგ 52 ქულა მოაგროვა და მე-8 ადგილზეა, „ვულვზი“ კი 34 შეხვედრის კვალად 37 ქულით ცხრილში მეცამეტეა.

„ბრენტფორდი“ თავიდან აგებდა „ნოტინგემ ფორესტან,“ თუმცა ბოლო წუთებში იძალა, ჯერ აივენ ტოუნიმ გაათანაბრა 82-ზე, მეოთხე დამატებულ წუთზე კი გამარჯვებისა შეცვლაზე შესულმა ჯოშ დასილვამ შეაგდო.

„ბრენტფორდი“ 34 მატჩის შემდეგ 50 ქულით მე-9 პიზიციაზეა ცხრილში, „ნოტინგემი“ კი 34 შეხვედრის შემდეგ მე-17 ადგილზეა და გასავარდნ ზონას ერთი პუნქტით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114442