ფეხბურთი

1:04 | 29.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სლოვანის" მნიშვნელოვანი მოგება ჩემპიონატში და რეპეტიცია თასის ფინალამდე

სლოვაკეთის ჩემპიონატში ბრატისლავის „სლოვანმა“ „ტრნავა“ 1:0 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

მატჩის ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი მე-13 წუთზე ალექსანდრ ჩავრიჩმა პენალტით გაიტანა. გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე ვლადიმირ ვაისმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეცვალა. ქართველი ფეხბურთელი აქტიური იყო და კარგად ითამაშა.

„სლოვანი“ 63 ქულით გალიდერდა და 2 ქულით გაასწრო „დუნაისკა სტრედას“, რომელსაც ამ ტურში ჯერ არ უთამაშია. აღსანიშნავია, რომ ვაისის გუნდი მომდევნო ტურში 7 მაისს, სწორედ კონკურენტ „დუნაისკას“ ესტუმრება და მოგების შემთხვევაში ჩემპიონობისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს.

აქვე ისიც გამოსარჩევია, რომ „სლოვანი“ – „ტრნავას“ მატჩი ერთგვარი რეპეტიცია იყო სლოვაკეთის თასის ფინალისთვის, რომელშიც ეს გუნდები 1-ელ მაისს შეხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112857