ფეხბურთი

0:35 | 29.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"დორტმუნდმა" ჩემპიონობას ხელი დაუქნია?

„დორტმუნდმა“ ბუნდესლიგის 11-წლიანი პაუზის მოგების ჩინებული შანსი მიმდინარე სეზონში მიიღო, მაგრამ შესაძლოა 30-ე ტურში დაკარგული ქულები ძალიან ძვირად დაუჯდეს.

მარკო როზეს გუნდი ერთი ქულით უსწრებდა „ბაიერნს“ და ბოლო 5 თამაშის მოგების შემთხვევაში ჩემპიონი გახდებოდა, მაგრამ პირველი გამოცდა ვერ ჩააბარა და სტუმრად „ბოხუმთან“ მხოლოდ ფრეს დასჯერდა. ანტონი ლოსილას მეხუთე წუთზე გატანილი გოლი ორ წუთში კარიმ ადეიემიმ გაქვითა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ წინ დიდი დრო იყო, ანგარიში აღარ შეცვლილა.

შედეგად, ფრე 1:1 და „დორტმუნდი“ „ბაიერნს“ 2 ქულით უსწრებს, მაგრამ „რეკორდმაისტერს“ ამ ტურში არ უთამაშია. მიუნხენური გრანდი კვირას აუტსაიდერ „ჰერტას“ სახლში თუ მოუგებს, სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ლიდერობას დაიბრუნებს და ისევ ყველაფერი მის ხელში იქნება.

„ბოხუმი“ – „დორტმუნდი“ 1:1 (1:1)

გოლები: 1:0 ლოსილა (5), 1:1 ადეიემი (7)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114875