ფეხბურთი

12:53 | 27.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

კარაგერი: „არსენალი“ არასწორ დროს გახდა კარგი გუნდი“

„ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა, „მანჩესტერ სიტისა“ და ლონდონის „არსენალის“ (4:1) პრემიერლიგის 33-ე ტურის მატჩის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ „მეთოფეებს" არ გაუმართლათ, რადგან ხოსეპ გვარდიოლას ეპოქაში გახდნენ კარგი გუნდი.

„ლივერპული" ბოლო ოთხი წლის განმავლობაში „მანჩესტერ სიტის" მთავარი მეტოქე გახლდათ. მაგრამ ამჯერად, „არსენალი“ ერთადერთი გუნდია, რომელიც მათ უსწრებს.

მაგრამ უფსკრული „სიტისა“ და „არსენალს“ შორის გასაკვირი და შემაშფოთებელია. ვერ წარმომიდგენია სხვა თამაში, სადაც ტიტულის მთავარი კანდიდატები ხვდებოდნენ ერთმანეთს და ასეთი უპირატესობა ჰქონდეს ერთ-ერთს.

გვარდიოლას წინა ეპოქაში ქულების რეკორდი მათ პრემიერლიგის მოგების საშუალებას მისცემდა. ისევე, როგორც კლოპის „ლივერპული,“ რომელიც 2019-ში 97 ქულით მეორე ადგილზე გავიდა. „არსენალიც“ არასწორ დროს გახდა კარგი გუნდი.“ - ციტირებს კარაგერის სიტყვებს The Telegraph.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112685