ფეხბურთი

19:42 | 23.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძის და გურამ კაშიას სგოლე პასები სლოვაკეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

ბრატისლავის „სლოვანმა“ სტუმრად „ჟილინა“ 4:2 დაამარცხა, გიორგი ჩაკვეტაძემ და გურამ კაშიამ კი საგოლე პასები გააკეთეს.

მეხუთე წუთზე ჩაკვეტაძემ ანდრე გრინი მეკარესთან პირისპირ დატოვა და ინგლისელმაც ანგარიში გახსნა. 21-ე წუთზე კი ალექსანდრ ჩავრიჩი დარჩა მეკარესთან პირისპირ, ამჯერად გურამ კაშიამ გრძელი პასით და სხვაობა ორამდე გაზარდა.

მართალია, „ჟილინამ“ ანგარიში მეორე ტაიმის დასაწყისში გაათანაბრა, მაგრამ შემდეგ ჩავრიჩისა და ვლადიმირ ვაისის გოლებით ბრატისლაველებმა მაინც მოიგეს.

კაშია და ჯაბა კანკავა მოედანზე 90 წუთი იყვნენ, ჩაკვეტაძე მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეცვალეს. გიორგი ჩაკვეტაძის მონაგარი მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ასეთია: 41 მატჩი, 1 გოლი და 8 საგოლე პასი. გურამ კაშიას აქტივში 35 შეხვედრა, 4 გოლი და 2 საგოლე პასია, ხოლო კანკავას - 39 მატჩი, 3 გოლი და 2 საგოლე პასი.

„სლოვანი“ 60 ქულით ლიდერია „დუნაისკა სტრედასთან“ ერთად, მომდევნო ტურში კი 28 აპრილს, „ტრნავას“ დაუპირისპირდება, რომლის წინააღმდეგ 1 მაისს, სლოვაკეთის თასის ფინალური მატჩიც ელოდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114853