ჭადრაკი

1:40 | 23.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მოჭადრაკეების დიდი წარმატება 15-წლამდე მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე

პირველად, 12 წლის შემდეგ, ანასტასია კირთაძე მსოფლიო ჩემპიონია. ანასტასიამ 9-დან 7,5 ქულით დამაჯერებლად გაიმარჯვა მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატზე 15 წლამდე ასაკის გოგონათა შორის. ქართველი მოზარდის მწვრთნელი საერთაშორისო დიდოსტატი გიგა ყუფარაძე გახლავთ.

აღსანიშნავია, რომ 2011 წლის შემდეგ პირველად გახდა ქართველი ქალი მოჭადრაკე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული.

პირველად, 21 წლის შემდეგ, ლუკა კილაძე მსოფლიო ჩემპიონია. ლუკამ, 9-დან 7 ქულით გაიმარჯვა მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე 15 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა შორის.

აღსანიშნავია, რომ 2002 წლის შემდეგ პირველად გახდა ქართველი ვაჟი მოჭადრაკე ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ჭაბუკთა შორის. ქართველი ჩემპიონის მწვრთნელები საერთაშორისო დიდოსტატი ზურაბ სტურუა და საერთაშორისო ოსტატი დავით ზარქუა არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115599