ფეხბურთი

19:35 | 22.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"მაინცთან" უშანსო მარცხი: "ბაიერნში" ტუხელის კოშმარული სტარტი გრძელდება (+VIDEO)

ტომას ტუხელის კარიერა „ბაიერნში“ ალბათ იმაზე ცუდად დაიწყო, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა. „რეკორდმაისტერი“ მისი ხელმძღვანელობით ჯერ გერმანიის თასის მეოთხედფინალიდან გავარდა, მერე ჩემპიონთა ლიგასაც ამ ეტაპზე უშანსოდ გამოეთიშა, ახლა კი ბუნდესლიგის ჩემპიონობას ეჭვქვეშაა.

მას მერე, რაც ტუხელი „ბაიერნშია“, გუნდმა 7 მატჩი ჩაატარა, საიდანაც მხოლოდ 2 მოიგო, 2-ჯერ ფრე ითამაშა და 3-ჯერ წააგო! უფრო მეტიც, „რეკორდმაისტერს“ 4-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.

მიუნხენური გიგანტი ბუნდესლიგის 29-ე ტურში „მაინცს“ ესტუმრა, რომელსაც სადიო მანეს გოლით პირველი ტაიმის მერე უგებდა, მაგრამ მეორე ნახევარში 3 უპასუხო გოლი გაუშვა და უქულოდ დარჩა! ცხადია, ეს ძალიან ცუდი ამბავია მიუნხენელთათვის, რადგან „დორტმუნდის“ სუნთქვას აქტიურად გრძნობენ.

„ბაიერნს“ სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე 59 ქულა აქვს და ლიდერობა დაკარგა, "დორტმუნდს" ქულით ჩამორჩება. ტუხელის გუნდი მომდევნო ტურში "ჰერტას" უმასპინძლებს, რომელიც ბოლო ადგილზეა და კატასტროფულ ფორმაშია.

„მაინცი“ – „ბაიერნი“ 3:1 (0:1)

გოლები: 0:1 მანე (29), 1:1 აიორკე (65), 2:1 ბარეირო (73), 3:1 მარტინი (79)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111625