ფეხბურთი

15:30 | 21.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ტენ ჰაგი "სევილიასთან" მარცხზე: "ამ თამაშისთვის მზად არ ვიყავით"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა „სევილიასთან“ მატჩის (0:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მისი გუნდი ამ თამაშისთვის მზად არ იყო, ამიტომაც, წააგეს.

„უკეთ უნდა ვითამაშოთ, ეს არის მოთხოვნა. საბრძოლო განწყობა დავკარგეთ, პრესინგს ვერ გავუმკლავდით. „სევილიას“ მეტი ვნება, მეტი სურვილი, მეტი მზადყოფნა ჰქონდა, ამას ვერ გავექცევით. იმ ფეხბურთელებზე კი არ უნდა ვისაუბროთ, ვინც მოედანზე არ იყვნენ, არამედ იმათზე, ვინც იყვნენ. მათ ვენდობი, მაგრამ მათ მოედანზე უნდა ითამაშოთ. არაერთხელ ვითამაშეთ კარგი ფეხბურთელი, თუმცა ამჯერად თამაშისთვის მზად არ ვიყავით. ამ დონეზე, როდესაც „მანჩესტერში“ თამაშობ, ყველა მატჩისთვის მზად უნდა იყო.

ტიტულის მოგების შესაძლებლობა გვქონდა, რომელიც ხელიდან გავუშვით. მხოლოდ საკუთარი თავები უნდა დავადანაშაულოთ, თუმცა, ახლა ვერაფერს შევცვლით და მოუთმენლად ველოდებით კვირას პრემიერლიგის მატჩისთვის“, - თქვა ტენ ჰაგმა.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ბოლო 6 სეზონია ევროტურნირებს ყოველთვის ესპანური კლუბის წინააღმდეგ ეთიშება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11587