თამაშგარე

16:28 | 20.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

მარიკა ფრუშოს „ორი ცალი ბედნიერება“

მაშ აფსუსი არ არის, „ნაპოლის“ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა? ჩვენ თუ ხვიჩა კვარაცხელიას ბედი და ტიტულები გვადარდებს, „მილანთან“ ვერმოგების გამო, ნეაპოლელებს სხვა სადარდებელიც მოუმრავლდათ, რომელიც მართალია ფეხბურთს მთლად ბოლომდე არა, თუმცა ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებულ ქალს კი ნამდვილად ეხება.

როგორც იცით, ჯერ კიდევ საფეხბურთო სეზონის დასაწყისში, „ნაპოლის“ ცნობილი ქომაგი, ყოფილი მოდელი მარიკა ფრუშო, ყველას დაპირდა, რომ თუკი მისი საყვარელი გუნდი წლევანდელ სეზონში რამეს მოიგებდა, ნეაპოლელთათვის დიდი სიურპრიზი ჰქონდა შემონახული. ჰოდა, სანამ სამხრეთელები ნანატრ სკუდეტოს მოიპოვებენ, მარიკას სიურპრიზამდე კიდევ ცოტა ხანი დალოდება მოუწევთ.

მართალია, ამ ძუძუდალოცვილ ქალბატონს არ გაუმხელია, თუ რა შეიძლება იყოს მის მიერ დაპირებული სიურპრიზი, მაგრამ ეს ქალი ავჭალაში ნაყიდი ცხვრისა და ოცლიტრიანი რქაწითელის მკისრებელი რომ არაა - ეს ამთავითვე ცხადია. ჩვენ კი გვაქვს და კვლავაც გვექნება რწმენა, რომ როდესაც „ნაპოლი“ სკუდეტოს აიღებს, მარიკა ფრუშო თავის პირობას შეასრულებს და „ორ ცალ ბედნიერებას“ საყოველთაოდ გამოამზეურებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110284