ფეხბურთი

22:02 | 19.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"სლოვანი" ჯაბა კანკავას გოლით სლოვაკეთის თასის ფინალში გავიდა (+VIDEO)

ჯაბა კანკავამ ბრატისლავის „სლოვანი“ სლოვაკეთის თასის ფინალში გაიყვანა. ვლადიმირ ვაისის გუნდს შინ „სკალიცას“ წინააღმდეგ 2:1 ჰქონდა მოგებული, სტუმრად კი 90 წუთში 2:3 წააგო და დამატებითი დრო დაინიშნა.

93-ე წუთზე გოლი კანკავამ გაიტანა, რითაც ანგარიში 3:3 გახდა და საბოლოოდ მატჩიც ასე დასრულდა. შედეგად, ჯაბას გოლი გადამწყვეტი გამოდგა. საქართველოს ნაკრების კაპიტნისთვის ეს მიმდინარე სეზონში მე-3 გოლი იყო, მათ შორის, ზედიზედ მეორე, რადგან 4 დღის წინ სლოვაკეთის ჩემპიონატშიც გაიტანა. მან შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე 84-ე წუთამდე იყო, ხოლო გურამ კაშია თამაშში 84-ე წუთზე ჩაერთო. ბრატისლავის „სლოვანი“ ფინალში 1 მაისს, „ტრნავას“ დაუპირისპირდება.

0.110521