ფეხბურთი

16:20 | 19.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლის" "იუვენტუსთან" 3 ფეხბურთელი დააკლდება

„ნაპოლის“ „მილანთან“ მატჩში მატეო პოლიტანო, ამირ რაჰმანი და მარიო რუი დაუშავდა. სამივე ფეხბურთელს დღეს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ უახლოეს პერიოდში ვერ ითამაშებენ.

ჯერჯერობით, ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ ლუჩანო სპალეტი მათ 23 აპრილს, ტურინში, „იუვენტუსთან“ საგარეო შეხვედრაში ვერ დაეყრდნობა. ამრიგად, პრინციპული მეტოქის წინააღმდეგ სერიოზული დანაკლისით თამაში მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ იტალიის სერია A-ში ლიდერია და უახლოეს მდევარ „ლაციოს“ 14 ქულით უსწრებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.097426