ფეხბურთი

1:49 | 18.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "როგორც ყოველთვის მოტივირებულები ვართ"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ჩელსისთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, ბოლომდე ბრძოლაა საჭირო და გუნდი ძალიან მოტივირებულია.

„როგორც ყოველთვის მოტივირებულები ვართ. მნიშვნელოვან ტურნირზე მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს, ვიცით, რომ 90 წუთი ბრძოლა იქნება საჭირო. ამ ტურნირზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ჩვენ მზად ვართ სათამაშოდ და მაქსიმუმის გასაღებად.

მადრიდის „რეალში“ კარგად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. ბოლომდე მთელი ძალით უნდა ვიბრძოლოთ. შესაძლოა, გაგვიმართლოს და კიდევ ერთი ნახევარფინალი ან ფინალი ვითამაშოთ, მაგრამ მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივიდეთ. თუ ნახევარფინალში გავალთ, გამოდის, რომ სწორ გზაზე ვართ“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსისა“ და „რეალის“ მატჩი 18 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117657