ფეხბურთი

19:20 | 17.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ლუის სუარესმა ბრაზილიის ჩემპიონატში სადებიუტო მატჩში პენალტი ვერ გაიტანა (+VIDEO)

ბრაზილიის სერია A-ს პირველ ტურში „გრემიომ“ „სანტოსი“ დაძაბულ ბრძოლაში 1:0 დაამარცხა, ლუის სუარესს კი დებიუტი ჰქონდა ადგილობრივ ჩემპიონატში.

ურუგვაელ ფორვარდს გოლის გატანის რეალური შანსიც ჰქონდა, მაგრამ 54-ე წუთზე პენალტი ვერ გამოიყენა. „გრემიომ“ მეტოქეს ჟოაო პედროს გოლით მაინც აჯობა.

შეგახსენებთ, რომ ლუის სუარესი „გრემიოში“ მიმდინარე წლის დასაწყისში „ინტერნასიონალიდან“ გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112411