ფეხბურთი

16:47 | 14.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ბაჩანა არაბულის გოლი ბექა მიქელთაძის გუნდთან (+VIDEO)

ავსტრალიის A ლიგის 24-ე ტურში ბექა მიქელთაძის „ნიუკასლ ჯეტსმა“ ბაჩანა არაბულის „მაკარტური“ 2:1 დაამარცხა, სტუმართა შორის ერთადერთი გოლი კი არაბულის ანგარიშზეა.

ბაჩანა მოედანზე მე-80 წუთზე გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი 0:1 მარცხდებოდა, ხოლო მსაჯის მიერ მეორე კომპენსირებულ წუთზე თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. თუმცა, მისმა გუნდმა 3 წუთში მეორე გაუშვა და დამარცხდა.

მიქელთაძემ ამ შეხვედრაში 88-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო არაბულის აქტივში მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 13 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი.

„მაკარტური“ 26 ქულით მე-11 ადგილზეა, ხოლო „ნიუკასლ ჯეტსი“ 29 ქულით მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119929