ფეხბურთი

11:49 | 11.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ფირმინო - „ლივერპულიდან“ წასვლის შესახებ: „ბოლომდე მაქსიმუმს გავიღებ გუნდისთვის“

„ლივერპულის“ თავდამსხმელმა, რობერტო ფირმინომ, სეზონის ბოლოს გუნდიდან წასვლის შესახებ ისაუბრა.

ჯერ კიდევ წლეულს მარტში ბობის აგენტმა განაცხადა, რომ ბრაზილიელი „წითლების“ რიგებს დატოვებდა. მას გუნდთან კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება.

„ბევრს ვლოცულობდი, რომ ღმერთი დამხმარებოდა წასვლის ამ პროცესში. მართალია მივდივარ, მაგრამ ბოლომდე მაქსიმუმს გავიღებ „ლივერპულისთვის.“ - ციტირებს ფირმინოს სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ტვიტერში.

31 წლის თავდამსხმელი ლივერპულში 2015 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან მერსისაიდელთა მაისურით 32 მატჩი ჩაატარა, 11 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.070138