ფეხბურთი

19:51 | 10.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

შმიდტი: "ინტერის" ცუდ ფორმას ამ მატჩზე გავლენა არ ექნება"

ლისაბონის „ბენფიკას“ მთავარმა მწვრთნელმა როჯერ შმიდტმა „ინტერთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან განაცხადა, მეტოქის ცუდ ფორმას ამ შეხვედრაზე გავლენა არ ექნება.

„ჩემპიონთა ლიგა სხვა რაღაცაა, არ მგონია, რომ ბოლო ტურებში სერია A-ში უარყოფით შედეგებს აზრი ჰქონდეს. ვფიქრობ, ხვალ განსხვავებული მატჩი იქნება, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ყოფნა ორივე გუნდისთვის განსაკუთრებული სიტუაციაა. ძალიან კონცენტრირებულ მეტოქეს უნდა ველოდოთ, რომელსაც საკუთარი თავის სჯერა. არ მგონია, წარსულმა მიღწევებმა გავლენა იქონიოს.

„ინტერი“ ფიზიკურად ძლიერია და ბევრი სათამაშო ვარიანტი აქვს, სხვადასხვა ფეხბურთელების გამოყენება შეუძლია. ჩვენ კი საკუთარი თავის რწმენა უნდა გვქონდეს. „ინტერს“ დიდი გამოცდილება აქვს, იციან შეტევასა და დაცვაში თამაში. „პორტუსთან“ 1:0 მოიგეს და შემდეგ სტუმრად თავი დაიცვეს, ეს ცოტათი წააგავს იტალიურ სტილს, მაგრამ მათ სტილის შეცვლა შეუძლიათ. მზად ვართ ყველაფრისთვის. ჟოაო მარიო? ჩვენთვის ძვირფასი და საკვანძო მოთამაშეა“, - თქვა შმიდტმა.

შეგახსენებთ, რომ „ბენფიკასა“ და „ინტერის“ მატჩი 11 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102782