ფეხბურთი

1:09 | 9.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

"ლაციომ" "იუვეც" დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა (+VIDEO)

„ლაციო“ სერია A-ში სკუდეტოსთვის ვერ იბრძვის, მაგრამ შესანიშნავი სეზონი აქვს და თუ სასწაული არ მოხდა, წესით მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

მაურიციო სარის გუნდმა სერია A-ს 29-ე ტურის დასკვნით ტურში „იუვენტუსი“ 2:1 დაამარცხა. რომაელები 38-ე წუთზე სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა დააწინაურა, რომელმაც ალექს სანდროს ხელი მცირედით უბიძგა და ადვილად გაიტანა. ამ მომენტმა დისკუსია გამოიწვია, ბევრი ფიქრობს, რომ სერბი თამაშის წესს არღვევდა, მაგრამ მსაჯმა ასე არ მიიჩნია და გოლი ჩათვალა.

„იუვემ“ მალევე, 4 წუთში გაათანაბრა. ადრიენ რაბიომ მეკარის მოგერიებულს დაამატა - 1:1. ტაიმი ასე დასრულდა, მაგრამ მეორე ნახევრის დასაწყისში სარის გუნდმა ულამაზესი კომბინაცია გაითამაშა, რომელიც გოლით მატია ძაკანიმ დაასრულა. „იუვეს“ დიდი დრო ჰქონდა თამაშის გადასარჩენად, მაგრამ ვერ მოახერხა.

„ლაციომ“ მიმდინარე სეზონში დაამარცხა არა მარტო „იუვენტუსი“, არამედ „რომა“, „ინტერი“, „მილანი“ და „ნაპოლიც“! ამრიგად, „ბიანკონეჩელესტე“ 58 ქულით მეორე ადგილზე დამაჯერებლადაა. „ლაციალე“ ლიდერ „ნაპოლის“ 16 ქულით ჩამორჩება, მაგრამ სამაგიეროდ, უახლოეს მდევარ „რომას“ 5 ქულით უსწრებს, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ზონაში 7-ქულიანი უპირატესობითაა.

„იუვენტუსი“ 44 ქულით მეშვიდე ადგილზეა, ჯერ კიდევ აქვს შანსი ევროზონაში მოხვდეს. ისე, დაკლებული 15 ქულა რომ არა, ტურინული გრანდი 59 ქულით მეორე ადგილზე იქნებოდა.

„ლაციო“ – „იუვენტუსი“ 2:1 (1:1)

გოლები: 1:0 მილინკოვიჩ-სავიჩი (38), 1:1 რაბიო (42), 2:1 ძაკანი (53)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115396