ფეხბურთი

22:26 | 8.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

„მხეცი“ დაბრუნდა, „მხეცმა“ ორი გაიტანა

დღის გვიან მატჩში „მანჩესტერ სიტიმ“ აუტსაიდერი „საუთჰემპტონი“ სტუმრად 1:4 გაანადგურა. დუბლი მიითვალა ტრავმის შემდეგ დაბრუნებულმა „ქალაქელთა“ ნორვეგიელმა ერლინგ ჰოლანდმა, რომელმაც ამ მიზეზით საქართველოს ნაკრებთან შეხვედრაც გამოტოვა.

ეს ჰოლანდის 29-ე და 30-ე გოლები გახლდათ მიმდინარე პრემიერლიგაში. ზედიზედ მეორე მატჩია გამოირჩა ჯეკ გრილიშიც. ჯეკმა ამჯერად ერთი ბურთი თავად შეაგდო, მეორე კი ჰოლანდს გაატანინა.

67-ქულიანი „სიტი“ მეორე ადგილზე დგას და ხუთი პუნქტით ჩამორჩება ლიდერ „არსენალს,“ რომელიც კვირას „ენფილდზე“ „ლივერპულს“ ეწვევა.

„მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონატში ზედიზედ მეორე „მშრალი" გამარჯვება მოიპოვა, ამჯერად „ევერტონთან.“ მეტიც, მანკუნიანელები თავდაჯერებულად უმკლავდებოდნენ გადარჩენისთვის მებრძოლ მერსისაიდელებს და თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანეს. თავი სქოთ მაკტომინეიმ და შესცვლაზე შესულმა ანტონი მარსიალმა გამოიჩინეს.

ერიკ ტენ ჰაგის გუნდი ახლა 56 ქულით ამდენივექულიან „ნიუკასლთან“ ცხრილში 3-4 ადგილებს იყოფს.

მთავარი მწვრთნელის შეცვლამ და კლუბში „არისტოკრატთა“ ლეგენდის, ფრენკ ლამპარდის დაბრუნებამ „ჩელსი“ არ შეცვალა, ლონდონელები „მგლებთან“ დამარცხდნენ. სტუმრები მხოლოდ დროდადრო ცდილობდნენ რაიმე ხეირიანი ეჩვენებინათ, მაგრამ მასპინძლებმა აჯობეს. გამარჯვების გოლი ნახევარი საათის თავზე პორტუგალიელმა მათეუს ნუნიეშმა გაიტანა.

„ჩელსი“ 39 ქულით მე-11 ადგილზეა.

„ტოტენჰემმა“ კორეელი სონის ფანტასტიკური გოლისა და ჰარი კეინის 23-ე პრემიერლიგურით 2:1 მოუგეს „ბრაიტონს“ და 53 ქულით მეხუთე ადგილზეა.

ინგლისი

პრემიერლიგა

30-ე ტური. 8 აპრილი

საუთჰემპტონი - სიტი 1:4

საუთჰემპტონი. „სენტ-მრისი“

0:1 ჰოლანდი (45), 0:2 გრილიში (58), 0:3 ჰოლანდი (68), 1:3 მარა (72), 1:4 ალვარესი (74 პენ)

საუთჰემპტონი: ბაზუნუ, მეიტლენდ-ნაილსი, ბელა-კოჩაპი, ბედნარეკი, უოკერ-პიტერსი, ლავია (დიალო 80), უორდ-პროუსი, ალკარასი (ჯენეპო 69), ელიუინისი (არმსტრონგი 61), სულემანა (მარა 69), უოლკოტი (პერო 80)

მწვრთნელი: რუბენ სელესი

სიტი: ედერსონი, აკე (გომესი 81), დიაში, აკანჯი, სტოუნზი (უოკერი 56), როდრი (ფილიპსი 81), გიუნდოგანი, დე ბრუინი, მაჰრეზი (სილვა 56), გრილიში, ჰოლანდი (ალვარესი 69)

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

მსაჯი: რობერტ ჯონსი

გაფრთხილება: სტოუნზი (36), ჰოლანდი (56)

მანჩესტერი - ევერტონი 2:0

1:0 მაკტომინეი (36), მარსიალი (71)

ვულვზი - ჩელსი 1:0

1:0 ნუნიეში (31)

ტოტენჰემი - ბრაიტონი 2:1

1:0 სონი (10), 1:1 დანკი (34), 2:1 კეინი (79)

ლესტერი - ბორნმუთი 0:1

ბილინგი (40)

ფულემი - ვესტ ჰემი 0:1

0:1 რიდი (23 საკ. კარში)

ბრენტფორდი - ნიუკასლი 1:2

1:0 ტოუნი (45+1 პენ), 1:1 რაია (54 საკ. კარში), 1:2 ისაკი (61)

ასტონ ვილა - ნოტინგემ ფორესტი 2:0

1:0 ტრაორე (48), 2:0 უოტკინსი (45+5)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110476