ფეხბურთი

21:04 | 8.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

სქოულზი: „კეინი ბედნიერია „ტოტენჰემში,“ რთულია 30 წლის ასაკში სადმე წასვლა“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ნახევარმცველმა, პოლ სქოულზმა, განაცხადა, რომ ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი, ჰარი კეინი ბედნიერია „ტოტენჰემში“ და კლუბს არ დატოვებს.

„ვფიქრობ, ჰარი ბედნიერია იქ სადაც არის. სადმე წასვლას რომ აპირებდეს, რამდენიმე წლის წინათ „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდოდა. ის ფანტასტიკური ფეხბურთელი იქნებოდა გუნდისთვის, რომელიც სეზონში 25 გოლის გატანის გარანტიას იძლევა. მაგრამ მისთვის ძალიან რთულია 30 წლის ასაკში სადმე გადასვლა.

ეს რისკია „მანჩესტერ იუნაიტედისთვისაც.“ თუ ჰარი კეინის ტრანსფერზე დადებ ფსონს და დენიელ ლევი („ტოტენჰემის“ მფლობელი) მოულოდნელად შენთან ღლაბუცს დაიწყებს, ცარიელი დარჩები.

შეთანხმება წინასწარ რომ შესაძლებელი ყოფილიყო, მშვენიერი იქნებოდა. მაგრამ ვფიქრობ, ის ძალიან კმაყოფილია იმით, რასაც აკეთებს „ტოტენჰემში.“ - ციტირებს სქოულზის სიტყვებს Daily Mail.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111244