კალათბურთი

0:42 | 6.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის MVP-ის ტიტული ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ „მანრესა“ 91:84 დაამარცხა.

კანარიელებმა პირველი პერიოდი 7 ქულით წააგეს, მაგრამ სიტუაცია მომდევნო ორ მეოთხედში გამოასწორეს, როდესაც 7-ქულიანი ჩამორჩენა 11-ქულიან უპირატესობად აქციეს, საბოლოოდ კი გამარჯვებაც მოიპოვეს.

„ტენერიფეში“ საუკეთესო გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც 29:16 წუთში 19 ქულა, 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 9-დან 7 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, მისი ეფექტურობის კოეფიციენტი კი 19-ს გაუტოლდა.

„ტენერიფე“ „მანრესას“ სტუმრად 12 აპრილს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12815