ფეხბურთი

12:25 | 5.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა განვითარების თასზე მონტენეგრო დაამარცხა

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა სან მარინოში მიმდინარე უეფას განვითარების თასზე პირველი მატჩი ჩაატარა, სადაც მონტენეგროელი თანატოლების დამარცხება შეძლო - 0:2.

გიორგი ჩიტაურის გუნდმა, ანგარიში პირველ ტაიმში გახსნა - თავი 35-ე წუთზე სანდრო რატიანმა გამოიჩინა, ხოლო მეორე ტაიმში ალექსანდრე ქუთათელაძემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირება შეძლო - 2:0.

16-წლამდე ნაკრები, კომუნა აკვავივაში მიმდინარე ტურნირზე, 6 აპრილს, მეორე შეხვედრას მასპინძელი ქვეყნის, სან მარინოს წინააღმდეგ გამართავს.

6 აპრილი | 17:00 - სან მარინო V საქართველო

9 აპრილი | 12:30 - სლოვენია V საქართველო

NAKREBI.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112647