ფეხბურთი

22:20 | 3.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაიას დუბლი კვიპროსის ჩემპიონატში (+VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატის 29-ე ტურში ნიქოზიის „აპოელი“ სტუმრად ლარნაკას აეკ-ს დაუზავდა (2:2), გიორგი ქვილითაიამ კი დუბლი შეასრულა.

ქართველმა ფეხბურთელმა მე-13 წუთზე ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 37-ე წუთზე მეორე გაიტანა და ნიქოზიელები იმ დროისთვის დააწინაურა. თუმცა, „აპოელმა“ 88-ე წუთზე მეორე ბურთი გაუშვა და მხოლოდ ქულას დასჯერდა.

ქვილითაია მოედანზე 77-ე წუთამდე იყო. მას მიმდინარე სეზონში 25 მატჩში 9 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს აქტივში (6 გოლი ჩემპიონატში, 3 თასზე). არ უთამაშია მურთაზ დაუშვილს, რომელიც სათადარიგო სკამზე იყო, ხოლო ლაშა დვალი მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ჩაერთო შეხვედრაში.

„აპოელმა“ ზედიზედ მესამე ფრე ითამაშა, მაგრამ 62 ქულით მაინც პირველ ადგილზეა და 2 ქულით უსწრებს „არისს“, მომდევნო ტურში კი 10 აპრილს, „აპოლონს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118071