ფეხბურთი

17:15 | 3.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთში 24 წლის ფეხბურთელი დაჭრეს, მისი გადარჩენა კი ვერ მოხერხდა

„ჩიპკონას“ 24 წლის ფეხბურთელს, პაკო ნავალ პერესს კადისის ქუჩაში თავს ახალგაზრდა პიროვნება დაესხა და სასიკვდილოდ დაჭრა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.



როგორც ირკვევა, დამნაშავე 20 წლის ახალგაზრდაა, რომელსაც პაკოსთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. მან შემთხვევითობის პრინციპით ამოარჩია ფეხბურთელი და დაესხა მას თავს. ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გულში მიყენებული ჭრილობა სასიკვდილოდ მძიმე გამოდგა.

„სიტყვებიც კი არ გვყოფნის რითი დავიწყოთ. საშინელ კოშმარს ჰგავს, თუმცა სამწუხაროდ, სიმართლეა. ჩვენმა მოთამაშემ, პაკო ნავალ პერესმა დაგვტოვა“ - დაწერა კლუბმა განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100393