ფეხბურთი

16:09 | 3.04.2023 | ნანახია [] - ჯერ

ოლივერ კანი: “ბაიერნში“ მანე თავის ადგილს კვლავ ეძებს“

მიუნხენის „ბაიერნის“ გენერალურმა დირექტორმა, ოლივერ კანმა განაცხადა, რომ სადიო მანე კვლავ თავის ადგილს ეძებს ბავარიულ გუნდში, რადგან ისეთი კონკურენცია დახვდა, რომელსაც მიჩვეული არ იყო.



„სადიო თავისთავად ფენომენია, თუმცა ის კვლავ ეძებს საკუთარ თავს „ბაიერნში." აქ გუნდში ორივე ფლანგზე დიდი კონკურენციაა. „ლივერპულში“ ყოფნის დროს მსგავსი კონკურენცია მას არ გამოუცდია. მას ცენტრში თამაშიც შეეძლო და მოულოდნელად, ჩუპო-მოტინგი გამოჩნდა, რომელსაც გოლები ერთი მეორეს მიყოლებით გააქვს. სწორედ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა ის“ - განაცხადა კანმა.

ბოლო პერიოდში ხშირად ხდება ისე, რომ სადიო მანეს სათადარიგოთა სკამზე უწევს ჯდომა. ამის მიზეზი ერთი მხრივ, ტრავმები, მეორე მხრივ კი არც თუ დამაჯერებელი თამაშია. მანეს ამ სეზონში 29 ოფიციალურ მატჩში 11 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს შესრულებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.057557